საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეიბუქგვერდზე უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
“უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:
დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ.
საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.
ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ.
თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.
ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.
მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.
საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.
სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი.
არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.
დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად”,_ წერს სააკაშვილი.