თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარცვლეულის გადამზიდავმა გემმა, რომელიც გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით ხუთშაბათს უკრაინის ჩორნომორსკის პორტიდან უნდა გასულიყო, ვერ შეძლო გასვლა ცუდი ამინდის გამო.
გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება 1 აგვისტოდან უკრაინის შავი ზღვის პორტიდან 12 გემს უშვებს.
შეთანხმება გასულ თვეში მიღწეული იქნა გაფრთხილების შემდეგ, რომ კონფლიქტის გამო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვის შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვების მწვავე დეფიციტი და შიმშილის გაჩენაც კი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი, რომლის გამგზავრება ჩორნომორსკის პორტიდან მარცვლეულის გადასაზიდად დღეს იყო დაგეგმილი, ვერ გაემგზავრა ცუდი ამინდისა და ზღვის პირობების გამო.