„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი ამერიკის სამხედრო ბაზებზე პირადად ხვდებოდა უცხოპლანეტელებს და აზრობრივად ურთიერთობა ჰქონდა მათთან“, – აცნობა მსოფლიოს პენტაგონისა და კონგრესის ყოფილმა კონსულტანტმა, ამჟამად ბრიტანელმა უფოლოგმა და მწერალმა ტიმოტი გუდმა.
მისი თქმით, ამერიკის 34-ე პრეზიდენტი უცხოპლანეტელებს სულ სამჯერ შეხვდა და სამივე ნიუ-მექსიკოში, 1954 წელს შედგა.
თითოეული შეხვედრა დაიგეგმა წინასწარ, დედამიწელთა მიერ „ტელეპათიური შეტყობინების“ საშუალებით. სამწუხაროდ, ამ კონტაქტების არავითარი მტკიცებულება არ შემონახულა, მაგრამ, ტიმოტი გუდი დარწმუნებულია, რომ ეიზენჰაუერის მიერ, „ეფბეერის“ დახმარებით, ორგანიზებულ იქნა საპლანეტთაშორისო სამიტი, რომელიც სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ჰოლომანში შედგა და ამ მნიშვნელოვან მოვლენას მრავალი მოწმე ჰყავდა.
გუდი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელები უკვე დიდი ხანია დედამიწაზე დაფრინავენ და ამ ხნის განმავლობაში ისინი ეკონტაქტებოდნენ როგორც სახელმწიფოთა მეთაურებს, ისე ჩვეულებრივ ადამიანებს.
უფოლოგი დარწმუნებით აცხადებს: „რა თქმა უნდა, ამოს შესახებ მონათხრობთა 90 პროცენტი, შეიძლება, მეცნიერულად აიხსნას, გარდა ამისა, ისინი სინამდვილეში მილიონმა ადამიანმა ნახა“.
უნდა ითქვას, რომ ჭორები ეიზენჰაუერის უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ, დიდი ხანია, ვრცელდება. მაგალითად, კონგრესმენმა ნიუ-ჰემპშირის შტატიდან, ჰენრი მაკელროი-უმცროსმა 2010 წელს გამოაქვეყნა დამაინტრიგებელი ვიდეომიმართვა, სადაც მან აღიარა, რომ ნახა გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც მიმართული იყო ეიზენჰაუერისადმი. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ ამერიკაში და პრეზიდენტს შეუძლია მათთან შეხვედრა.
იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებიც გამოაქვეყნა 2010 წელს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ამოს გამოჩენის მოწმე იყო უინსტონ ჩერჩილიც. უფოლოგები ვარაუდობენ იმასაც, რომ ჩერჩილმა ეიზენჰაუერს მიმართა თხოვნით, ერჩია მისთვის, თუ როგორი რეაქცია უნდა გამოეხატა მას უცნობი ობიექტის გამოჩენისას. ხოლო, როდესაც განისაზღვრა, რომ ეს იყო ამო, დოკუმენტების 50 წლით გასაიდუმლოება ბრძანა.
ავტორი