უჯარმაში, მდინარე იორი არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ
წყარო: mtavari.tv