უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია ნიკოლაევის მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ მიმოხილვაში.
“ნიკოლაევის მიმართულებით დამპყრობლებმა განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები ბლაგოდატნოიეს დასახლების მიდამოში, მათ ნაწილობრივი წარმატება აქვთ“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები და ავიაცია აგრძელებენ გარკვეულ რაიონებში საცეცხლე მისიების წარმატებით შესრულებას. რუსეთის შეიარაღებული ძალები კი განიცდის გაწვრთნილი და მოტივირებული შემცვლელების მწვავე დეფიციტს დანაყოფებისთვის, რომლებიც სისტემატურად განიცდიან დანაკარგებს.