ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასელი დავით ხაბეიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი ეხმაურება.
“ჩემი გული, სკოლის ღირსება და თავმოწონება, სიკეთე და სიყვარული…
ვის ეყოფა სულის ძალა,ამ ტკივილს გაუმკლავდეს… ჩემო თბილო დადუჩია…” _ წერს ნანა მგალობლიშვილი.
დავით ხაბეიშვილს რამდენიმე საათის წინ სახლში დენმა დაარტყა. დენი წყლის ჭავლის აპარატიდან გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავითის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს, მშობლებს, და-ძმებს, ოჯახის უახლოესებს, სოფელს, სკოლას.