ზუგდიდში, კიკალეიშვილის ქუჩის კვეთაზე, ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა.
დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა.
არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
მედიკოსების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მუშაობდა.