პატიმარი, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
ექიმები 28 წლის გურამ სვანიძის გადარჩენას ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სვანიძემ ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა.
ამ საქმეზე პენიტენციურის თანამშრომელი, ესკორტის ოფიცერი, ვალერი გოზალიშვილი 22 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. ესკორტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.