ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში ხანძარია. ფაქტს “გურია ნიუსთან” მერის წარმომადგენლის თანაშემწე უჩა ძნელაძე ადასტურებს.
“ცეცხლი ყოფილ ჩაის პლანტაციების ადგილზეა. ტერიტორია, დაახლოებით, 16 ჰექტარზე მეტი იქნება. თუმცა, რა მანძილზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილი მიუვალია და ახლოს ვერ მივდივართ. ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები”, _ გვითხრა უჩა ძნელაძემ.