როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში ხანძარი იყო _ ცეცხლი ბუჩქნარს ეკიდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ უჩა ძნელაძემ გვითხრა, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეზობელი მუნიციპალიტეტების მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთვნენ.
“ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში სხვა მუნიციპალიტეტების სამაშველო ბრიგადები ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია. დამწვარია 2 ჰა-მდე ტერიტორია”, _ გვითხრა უჩა ძნელაძემ.
ადგილიდან ფოტოები “გურია ნიუსს” მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ მოაწოდა.