https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მეგონა, რომ ვარჯიშზე ოფლის ღვრა არ იყო საჭირო და ნიჭითაც ფონს გავიდოდი“

13:03; 27.08.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გიორგი ქინქლაძე იმ ქართველ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება რომელსაც ღმერთისგან მომადლებული ნიჭი გააჩნდა და გულშემატკივრები მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. სამწუხაროდ ქინქლაძის საფეხბურთო კარიერა ისე წარიმართა რომ მასზე გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა. რა იყო ამისი მიზეზი? ალბათ საკუთარ თავს თავადვე დააკლო და საბოლოოდ სპორტული კარიერის დასრულება  ყაზანის „რუბინში“ მოუხდა. არადა, იყო დრო როდესაც მისი ხილვა „ბარსელონას“, „ლივერპულს“ და სხვა ცნობილ კლუბებს სურდათ.

გიორგი ქინქლაძე დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ საფეხბურთო ცხოვრებაზე, ასევე მიუღწეველ მიზნებსა და ოცნებებზე თავად ისაუბრებს.

„პროფესიული კარიერა თბილისის „მრეტებში” დავიწყე. არ გადავაჭარბებ – ბრწყინვალე კლუბი იყო. ჩვენ მეორე ლიგიდან დავიწყეთ და ერთი ამოსუნთქვით ავედით უმაღლესში. „მრეტებში” ჩემი საუკეთესო პარტნიორი გიორგი ტყავაძე იყო. ჩვენ კარგად ვუგებდით ერთმანეთს.

„მრეტების” მერე „დინამოს” ჯერი დადგა. უმაღლესში გატარებული პირველი სეზონის, 1992-1993 წლების დასრულების შემდეგ გაზეთ „სარბიელის” გამოკითხვაში გავიმარჯვე – საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოვიგე. იმ ჩემპიონატის დასაწყისში ასეთ აღიარებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი

უეფამ ქართული კლუბი ევროთასებზე პირველად 1993 წელს დაუშვა – თბილისის „დინამოს” ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება დართო. იმ დროს გუნდის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს გვჯეროდა, რომ კარგ შედეგს მივაღწევდით, ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდებოდით… ყველანი „ოცნების გუნდის” შექმნას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოვიდა. 1994 წელს, უეფას თასზე ავსტრიის „ტიროლთან” მარცხის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდებოდა. თან, იმ დროს „დინამოს” წამყვან ფეხბურთელებს უკვე ევროპის კლუბები იწვევდნენ.

როგორ მოვხვდი „ბოკა ხუნიორსში“? სრულიად მოულოდნელად: მე, გოჩა ჯამარაული და მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში ვიყავით სინჯებზე. მენეჯერმა მითხრა, „ბოკა ხუნიორსთან” კარგი კავშირები მაქვს, ხომ არ გვეცადაო. დიეგო მარადონა ჩემი კერპი იყო, მისი ასობით თამაშის ჩანაწერი მინახავს, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, მოვდივარ–მეთქი. „ბოკა ხუნიორსში” ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე და ამით დასრულდა ჩემი „არგენტინული კარიერა“. სხვათა შორის, ზუსტად იმ პერიოდში გადაწყვიტა კარიერის განახლება დიეგო მარადონამ, ბაზაზეც მოდიოდა შვილებთან ერთად, მაგრამ ცალკე ვარჯიშობდა.

ბუენოს აირესიდან კვლავ ესპანეთში დავბრუნდით. იმავე აგენტმა მითხრა, მადრიდის „რეალის” ვარიანტიაო. ორი კვირა ემილიო ბუტრაგენიოს, მიქაელ ლაუდრუპის, ფერნანდო რედონდოს და ფერნანდო იეროს მხარდამხარ ვვარჯიშობდი. მიჭირს იმ განცდების გადმოცემა, თავის სიზმარში მეგონა! მე ხომ იმ ბიჭების მხარდამხარ ვიყავი, რომლებსაც მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი.

მაშინ „რეალს” ხორხე ვალდანო წვრთნიდა. მითხრა, მეორე გუნდში დაიწყებ და მერე შევხედოთ, რა როგორ იქნებაო. არ დავრჩი: „დინამოს” პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ დამირეკა და მთხოვა, სეზონის ბოლომდე დაგვეხმარე და ზაფხულში სიტყვას გაძლევ, საზღვარგარეთ გაგიშვებო.

„მანჩესტერ სიტიში” რომ ჩავედი, გუნდს სეზონისწინა შეკრება უკვე გავლილი ჰქონდა. ერთ ამხანაგურშიც ვერ ვითამაშე, მხოლოდ ერთი კვირა ვივარჯიშე და პრემიერლიგაც დაიწყო.

იმ დროს „სიტის” ალან ბოლი წვრთნიდა, ჩემსავით ახალი მისული იყო კლუბში. ძალიან თბილი კაცი გახლდათ, დიდი ყურადღებით მეპყრობოდა. მახსოვს, ჩემი ტრანსფერის გამო დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. კლუბმა ჩემში იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა – ორი მილიონი გირვანქა გადაიხადა, არადა, მე ვიყავი მოთამაშე, რომელსაც არავინ მიცნობდა. ეგ კი არა, საქართველო სად იყო, ბევრმა ეგეც არ იცოდა.

მანჩესტერში პირველი ხუთი თვე სასტუმროში ვცხოვრობდი. დასამალი არაფერია – ადაპტაცია გამიჭირდა, მშობლები, მეგობრები და თბილისი მენატრებოდა. თან, არც ინგლისური ვიცოდი. მანქანის ტარებასაც ვერიდებოდი.

პირველი მატჩი შინ, „მეინ როუდზე” გვქონდა „ტოტენჰემ ჰოთსფურის” წინააღმდეგ. ბოლმა მარცხენა ნახევარმცველად მათამაშა. პირველი შთაბეჭდილება? ვფიქრობდი, რომ 90 წუთმა თვალის დახამხამებაში გაირბინა. მახსოვს, ტედი შერინგემმა გახსნა ანგარიში, ჩვენ კი უვე როსლერის გოლით გავათანაბრეთ. ჩემი დებიუტით ყველა კმაყოფილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემის” წინააღმდეგ პრობლემა არ მქონია, პრემიერლიგასთან შესაგუებლად თითქმის ორი თვე დამჭირდა. სპეციფიური ჩემპიონატია, ყველა ვერ ეგუება… პრემიერლიგა კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარჯიშები იყო ძალიან განსხვავებული: მეტი დატვირთვა, სისწრაფე, სერიოზულობა… სხვა მხრივ, ხომ გითხარით, პრობლემა არავისთან შემქმნია, გუნდმა კარგად მიმიღო.

თავდაპირველად მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი – მწვრთნელი ითხოვდა. იმ დროს პრემიერლიგის კლუბებში გამოკვეთილი გამთამაშებლები არ იყვნენ და არც ჩვენი „სიტი” იყო გამონაკლისი. თუმცა მალე მე თვითონ გადავინაცვლე შუაში და მას მერე პოზიცია არც შემიცვლია. როგორ? ჩვენი მარცხენა მცველი ტერი ფოლანი ხშირად ერთვებოდა შეტევაში, ეს კი ცენტრში გადანაცვლების საშუალებას მაძლევდა. იქ შესანიშნავად ვგრძნობდი თავს, გუნდშიც მიხვდნენ, რომ თავდამსხმელების უკან უკეთ ვთამაშობდი და გამთამაშებლად დამტოვეს.

პირველი გოლი „ასტონ ვილას” გავუტანე ნოემბერში: ბურთი ნილ ქუინთან გავითამაშე და შორეულ კუთხეში დავარტყი. საერთოდ, სეზონის იმ მონაკვეთში კარგად ვითამაშეთ: ხუთიდან ოთხი მატჩი მოვიგეთ, ერთხელაც ფრედ ვითამაშეთ. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება: მხოლოდ ფეხბურთზე, კარგად თამაშზე ვფიქრობდი. ეგ კი არა, თბილისშიც თითქმის არ ვრეკავდი, დრო არაფრისთვის მრჩებოდა.

თამაშის მერე თითქმის მთელი შემადგენლობა პაბში, ლუდის დასალევად მიდიოდა. მე არ ვსვამდი, არც არასდროს მიყვარდა. მეორე თუ მესამე სტუმრობისას, ჩვენი კაპიტანი კიტ კერლი მოვიდა და მკითხა, ქინქი, რატომ არ სვამ, გინდა რომ ხვალინდელ ვარჯიშზე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდე? ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერში ერთად უნდა ვიყოთ! რა უნდა მექნა? დავლიე, მაგრამ ვაი იმ დალევას! „ჩხიკვთა ქორწილი” ხომ გინახავთ, წრუწუნას ძალით რომ ასხავენ ღვინოს? აი, დაახლოებით ეგრე ვიყავი. დილით ისე ცუდად ვიყავი, ვარჯიში გავაცდინე, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. ლუდს მაინც ვერ მიმაჩვიეს – მიხვდნენ, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და თავი დამანებეს.

„სიტის” და „იუნაიტედის” ფეხბურთელები ხშირად ვხვდებოდით პაბებში, თუმცა ყველგან არა. ჩვენ ერთმანეთს არ ვმტრობდით, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. პაბში „იუნაიტედის” ყველა ვარსკვლავი მინახავს ერიკ კანტონას გარდა. ის მედიდური ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოედანზეც ასეთი არ იყო? საყელო აწეული და ამაყი. სხვათა შორის, მე, კანტონა და „იუნაიტედის” კიდევ ერთი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთსა და იმავე ფიტნეს–ცენტრში დავდიოდით. როცა კანტონას ვხვდებოდი, გამარჯობის ნიშნად მხოლოდ თავს დამიქნევდა. ეგ იყო და ეგ.

„საუთჰემპტონთან” მართლა ლამაზი გოლი გავიტანე, დღემდე მხვდება ვიდეორგოლებში და პრემიერლიგის საუკეთესო გოლების სხვადასხვა ჩამონათვალში, მაგრამ ვფიქრობ, სადებიუტო სეზონში საუკეთესო შეხვედრა „ნიუკასლ იუნაიტედთან” ჩავატარე. მაშინ მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ: კევინ კიგანი მთავარი მწვრთნელი იყო, ფაუსტინო ასპრილია, დავიდ ჟინოლა და ლეს ფერდინანდი კი – ლიდერები… შეხვედრა 3:3 დასრულდა. სამჯერ ვიგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ.

რატომ დაქვეითდა „სიტი“? მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდი არ იყო სათანადოდ დაკომპლექტებული. შეიძლებოდა იმ შემადგენლობით პრემიერლიგაში დარჩენა, მაგრამ საერთო ჯამში ბევრი დაბალი დონის მოთამაშე გვყავდა. როცა მე მივედი გუნდს, ფაქტიურად, ერთი ამოცანა ჰქონდა: შეტევის მოგერიება და მერე მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვება. არ მინდა თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ბევრმა გახსნაც არ იცოდა, პასს ვერ აწვდიდი. მე სხვანაირად ვცდილობდი თამაშის წარმართვას: დრიბლინგი, პასი, პოზიციის ცვლა… ხან გამოგვდიოდა, ხან – არა. შედეგიც შესაბამისი გვქონდა.

„მანჩესტერ სიტი” უკანასკნელ ტურში, „ლივერპულთან” 2:2-ის მერე გავარდა – მეთვრამეტე ადგილზე გავედით, მეშვიდმეტემ, „საუთჰემპტონმა” კი მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გაგვასწრო. რომ არა საზიზღარი სტარტი, პრემიერლიგაში დავრჩებოდით. ჩემპიონატი საშინლად დავიწყეთ: პირველ ტურში „ტოტენჰემთან” ფრეს შემდეგ ზედიზედ რვა თამაში წავაგეთ. ნამდვილი კატასტროფა იყო!

„ლივერპულთან” თამაში რომ დასრულდა, ფანებმა სიმღერა დაიწყეს: პრემიერლიგიდან კი გავვარდით, მაგრამ მთავარია ქინქი ჩვენთანააო… ინგლისში ყველაზე მაგარი გულშემატკივრობა იციან! უამრავი წერილი მომდიოდა, გულშემატკივრები დარჩენას მთხოვდნენ… ერთი ასეთი წერილი შენახულიც მაქვს, მას ათასამდე კაცი აწერს ხელს! ქართულად უნდოდათ მოწერა, მაგრამ ვერავინ ნახეს.

თუნდაც ქვედა ლიგაში დაქვეითებულ „სიტიში” უფრო მეტს ვიღებდი, ვიდრე „აიაქსში“, თუმცა მაინც დავტოვე ინგლისი და ჰოლანდიაში წავედი. ფული ხომ არაა მთავარი? წარმატება, ტიტულები, გამარჯვება მინდოდა… თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო: მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი კარგი თვალით მიყურებდა, ამხანაგურებში მუდმივად ძირითადში ვთამაშობდი, მაგრამ დაიწყო სეზონი და მდგომარეობა გაუარესდა. საერთოდ, ვთვლი, რომ „აიაქსში” გატარებული სეზონნახევარი უბრალოდ დავკარგე.

ამსტერდამში რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. ახლა რომ ვფიქრობ, ის ტრანსფერი დიდი შეცდომა იყო, თუმცა მე ხომ არ ვიცოდი რა მელოდა? როცა ოლსენმა დამირეკა და „აიაქსში” გადასვლა შემომთავაზა, მითხრა: იარი ლიტმანენი „ბარსელონაში” მიდის, შენ მის ადგილზე ითამაშებ, ასე რომ, გადაწყვიტეო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლიტმანენი დარჩა, მე კი მარცხნივ გადამწიეს, იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო. კლუბი 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, ანუ მე მარცხენა ფლანგი მთლიანად უნდა გამეკონტროლებინა. ეს არასდროს გამიკეთებია, მწვრთნელები ყოველთვის სხვა რამეს მავალებდნენ.

ოლსენი დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაუშვეს, მის ნაცვლად კი გუნდი, პირდაპირ გეტყვით, სულელს ჩააბარეს! იან ვოუტერსი, გახსოვთ ასეთი? მას პატივს არ სცემდნენ, არ უყვარდათ, ავტორიტეტი არ ჰქონდა. ნებისმიერ გუნდში, სადაც მითამაშია, შემეძლო მწვრთნელთან მივსულიყავი და მეთქვა სად უკეთ ვთამაშობ, რა მომწონს, რა – არა. ვოუტერსთანაც მივედი. მშვიდად მომისმინა და… პირველი გუნდიდან დამაქვეითა! როცა გავიგე, რომ „აიაქსის” დუბლებში უნდა მეთამაშა, გავბრაზდი და ინგლისში დავბრუნდი. ამსტერდამელებთან კონტრაქტი მაკავშირებდა, გუნდი დროდადრო მაჯარიმებდა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა! ასე გაგრძელდა, სანამ „დერბი ქაუნთიში” არ გამყიდეს.

ამსტერდამელებმა „სიტის” ჩემს სანაცვლოდ ხუთი მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ჰოლანდიელები ფიქრობდნენ, რომ „აიაქსს” წავადგებოდი, მეც ამის იმედი მქონდა, შოთა არველაძეც სულ ამაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ცხადია, ვნანობ, არ ღირდა მწვრთნელებთან კონფლიქტი, ეგებ, სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ფეხბურთელსაც ხომ აქვს აზრის გამოთქმის უფლება? თან, მე სოფლის კლუბიდან კი არა, ჰოლანდიელთათვის საოცნებო პრემიერლიგიდან მივედი „აიაქსში“. და რა მივიღე? მწვრთნელები მჩაგრავდნენ, მეც ფსიქოლოგიურად გავტყდი. მითხარით: გაგიგიათ კლუბმა ფეხბურთელში რამდენიმე მილიონი გადაიხადოს და ის სკამზე დასვას?

„აიაქსში” ტრანსფერამდე „ბარსელონასა” და „ლივერპულზეც” ითქვა. მსმენოდა, რომ ეს კლუბები ჩემით იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ „სიტის“, რომელსაც იმ დროს ძალიან სჭირდებოდა თანხა, ყველაზე მეტი ჰოლანდიელებმა შესთავაზეს. ეს იყო და ეს.

იმ პერიოდში, „აიაქსში” გატარებულ დროს ვგულისხმობ, მესმოდა, რომ აი, ქინქლაძის ფეხბურთი მორჩა, ფული იშოვა და ცხვირი აწია, თამაში აღარ აინტერესებსო. ერთი–ორმა ისიც თქვა, „იაგუარი” ჰყავს, მაგან აწი რა უნდა ითამაშოსო… ვინც ამას ამბობდა, ის უბრალოდ არ მიცნობდა. ფული ჩემთვის არასდროს ყოფილა პირველი, ყოველთვის ფეხბურთი იყო მთავარი. „აიაქსშიც“, „მანჩესტერ სიტიშიც” და „დინამოშიც“.

კარიერა 33 წლისამ ყაზანის „რუბინში” დავასრულე. ვერ ვიტყვი, რომ ამ ასაკში ფეხბურთის თამაში ძველებურად აღარ მსიამოვნებდა. უბრალოდ, მოტივაცია აღარ მქონდა, თან, საზარდულიც მაწუხებდა და… ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ თამაშისთვის თავის დანებების დრო იყო.

მომდევნო ორი წელი თბილისსა და კვიპროსში გავატარე. „რუბინამდე” ერთი წელი „ანორთოსისში” ვთამაშობდი – კვიპროსის ჩემპიონატთან საუცხოო მოგონებები მაკავშირებს, კარიერის დასრულების შემდეგ კი „ანორთოსისის” პრეზიდენტმა ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა. დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ იქ ჩასულს დამავიწყდა, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს კვიპროსელებთან – რასაც გეტყვიან ათზე უნდა გაყო. ვუთხარი რომ წარმატების მისაღწევად ოთხი–ხუთი ფეხბურთელი გვჭირდება. მითხრეს, პრობლემა არაა, მოლაპარაკება დავიწყოთო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ფული არავინ გამოყო. ეგ კი არა, სამი თვის ხელფასი დაგვიანებით დამირიცხეს. მოკლედ, „ანორთოსისიდან” მალევე წამოვედი.

საქართველოს ნაკრებზე აბა რა გითხრათ? გული მწყდება, რომ შესარჩევიდან ერთხელაც ვერ გავედით, არადა, მეტის გაკეთება შეგვეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ ნაკრებში ასეთ ბიჭებთან ერთად რომ ვთამაშობდი. ახლა რომ ვიკრიბებით და იმ წლებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვეკითხებით: სად გვქონდა ჭკუა? რატომ ვერაფერს ვხვდებოდით? წარმატების მიღწევაში, ყველაზე ძალიან, მგონი, გამოუცდელობამ შეგვიშალა ხელი. აი, პირველ შესარჩევში, ევრო 96-ს ვგულისხმობ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ბულგარეთს მოვუგეთ, უელსი 5:0 და 1:0 გავანადგურეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ორჯერ დავმარცხდით მოლდოვასთან. მოლდოველებმა კი არ გვაჯობეს, ჩვენ წავაგეთ ის თამაშები. გერმანია პირველზე გავიდა, ბულგარეთი მეორეზე. ჩვენ მესამეზე. არადა, მოლდოვასთან ის ორი თავისუფლად მოსაგები მატჩი რომ არ წაგვეგო, ვინ იცის, ეგებ მეტისთვის მიგვეღწია… ის ხომ პირველი ოფიციალური ტურნირი იყო ჩვენი გუნდისთვის.

პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე? ასეთად როი კინი მიმაჩნია. მჭიდროდ თამაშობდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა, უკან არაფერზე იხევდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უხეშობდა. მაგრამ თუ სიტუაცია მოითხოვდა, იდაყვსაც მშვენივრად იყენებდა. ყველაზე უხეში? ასეთი ვინი ჯონსი იყო. ერთხელ, მეორე დივიზიონში რომ ვთამაშობდი, გასახდელშიც ვიჩხუბეთ. პირველად მას უელსი–საქართველოს მატჩის დროს შევხვდი. იმ შეხვედრაში ჯონსმა მიხეილ ყაველაშვილს წიხლი ჩააზილა და წითელი ბარათიც უჩვენეს… ამას წინათ ვნახე ერთ–ერთ ფილმში. ისევ ბოროტი ტიპის როლს თამაშობდა.

„მანჩესტერ სიტიში” მესამე სეზონის დაწყების წინ „ფერარი” ვიყიდე, 150 ათასი გირვანქა გადავიხადე. თანაგუნდელ კიტ საიმონსთან ერთად კაფეში ვიყავი, როცა დაიტრაბახა, ჩემი სპორტული ბმვ საუკეთესოაო. ვუთხარი, წამო, ნამდვილ მანქანას გაჩვენებ–მეთქი. ჩამიჯდა და ორ წუთში ხელ–ფეხ მოტეხილი ასფალტზე ეგდო, მთელი მანჩესტერი იმ ავარიაზე საუბრობდა. რა მოხდა? ნაწვიმარი იყო, მე კი ძალიან სწრაფად მივდიოდი და საშინელ ავარიაში მოვყევით – მოვსრიალდით და ხიდის საყრდენ ბოძს შევასკდით. ჩემი „ფერარი” კაბრიოლეტი იყო, ორივე მანქანიდან გადმოვფრინდით… გონს რომ მოვედი, ასფალტზე ვეგდე. პირველად ფეხები მოვისინჯე, მთელი იყო, გადავრჩი! ერთი ჭრილობა დამრჩა წელზე… მანქანა კი გადასაგდები იყო, მაგრამ ფული არ დამიკარგავს – დაზღვეული მქონდა. და იცით ცოტა ხანში რა გავაკეთე? ახალი „ფერარი” ვიყიდე!

ავარიის შემდეგ მართვის მოწმობა ნახევარი წლით ჩამომართვეს, ამას გარდა 1200 გირვანქით დამაჯარიმეს. საერთოდ, „ფერარის” სწრაფად მართვა ძალიან სახიფათოა, თუმცა მეორე მხრივ, ბავშვობიდან ამ მანქანაზე ვოცნებობდი და როცა ფული გამიჩნდა, უარი რატომ უნდა მეთქვა?

კარგი მანქანები ყოველთვის მომწონდა. დღეს „ბენტლია” ჩემი ფავორიტი… წლების წინ მამას „მერსედესი” ვაჩუქე. ცუდი დრო იყო მაშინ, ხან ვის აყაჩაღებდნენ და ხან ვის. თბილისში რომ ვრეკავდი, მამას ვეუბნებოდი, ფრთხილად იყავი–მეთქი, ის კი მპასუხობდა, ბავშვი ხომ არ ვარ, რა გჭირსო. ერთ მშვენიერ დღეს ავტოფარეხთან დახვდნენ, ზურგში იარაღი ჩაარტყეს და მანქანა გაიტაცეს. იმ ამბის გახსენებაც არ მინდა, საშინელი დრო იყო.

ჩემ დროს დიდი ფულის შოვნა მხოლოდ წამყვან უცხოურ კლუბებში შეიძლებოდა, ახლა კი საშუალო დონის რუსული კლუბიც მილიონობით დოლარს იხდის. ასეთ დროს რა წინსვლაზე უნდა ელაპარაკო ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც ერთ სეზონში ახერხებს ცხოვრების მოწყობას? დღევანდელი კონტრაქტებისგან ძნელია თავბრუ არ დაგეხვეს, მოტივაცია შეინარჩუნო.

რას ვეტყოდი ოცი წლის გიორგი ქინქლაძეს? იმას, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი ვარჯიშია საჭირო! მე ამას დროულად ვერ მივხვდი და არც არავინ ამიხსნა. იყო პერიოდი, ორი–სამი კვირა არ ვვარჯიშობდი, მერე მოედანზე გავდიოდი და მაინც ყველაფერი რიგზე იყო. მეგონა, რომ ვარჯიშზე ოფლის ღვრა არ იყო საჭირო და ნიჭითაც ფონს გავიდოდი. მაგრამ ასე არაა: ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც ფეხბურთელს აუცილებლად აჯობებს შრომისმოყვარე, საშუალო გაქანების მოთამაშე.“

გიორგი ქინქლაძე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025
სპორტი

ოზურგეთელი იური ლომაძე მსოფლიო რეიტინგების ხუთეულშია!

09:41; 21 ნოემბერი, 2025

„ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის გაკვეთილები ისწავლე“

რისგან გვიხსნის შავი მოცხარი?

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო