სოფელ დვაბზუში 1 280 მეტრი-სიგრძის გზის რეაბილიტაცია დაიწყო – მიმდინარე სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მერის მოადგილეები, გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.
პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 600 000 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ წლების განმავლობაში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და დვაბზუს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
(R)