უკვე ორი საათზე მეტია, სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, ხედეკეს დასახლებაში მცხოვრებლებს დენი არ მიეწოდებათ, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს”ადგილიდან აცნობეს.
“როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ტრანსფორმატორს მეხი დაეცა, რის გამოც გამოირთო დენი”, _აცხადებენ ადგილობრივები.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მოხდება ტრანსფორმატორის გამოცვლა და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღდგება.
ავტორი