ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი ისევ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა.
სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან გაუშვეს.
SANA-მ დასძინა, რომ სირიის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა ისრაელის თვითმფრინავების მიერ გაშვებული რამდენიმე შემომავალი რაკეტის ჩაჭრა. ცნობისთვის, სირია რეგულარულად აცხადებს პრეტენზიას ისრაელის რაკეტების ჩაჭრაზე, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ეჭვობენ ასეთ განცხადებებში.
ბოლო თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სირიის მედიის ცნობით, რაიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა.