ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია – აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში ასი ათასზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ირკვევა, რომ თბილისიდან, გურჯაანიდან, სიღნაღიდან, ქუთაისიდან- ბავშვებს კანადასა და მექსიკაში ჰყიდდნენ, დანაშაულებრივ სქემაში კი სამშობიარო საავადმყოფოების დირექტორები და მედპერსონალი იყო ჩართული.
შემზარავი ისტორიები ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „იმედს“ მოუყვა.