შეცდომა იყო, როდესაც რუსეთი არ დაისაჯა საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო, _ ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა „დი ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ რბილები. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის უკან, მის საზღვრებში დაბრუნებაა, რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მიიღოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა მოწვევა და ვერც ერთი სახელმწიფო ვეღარ იგრძნობდა თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა კალასმა.
მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულის გამო, საჭიროა უკრაინის დახმარება და მეტის გაკეთება ამ მიმართულებით.