ჩოხატაურში, 19-20 სექტემბერს “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში წარდგენილი იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესი გაიმართება.
როგორც “გურია ნიუსს” მერიაში განუცხადეს, კენჭისყრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასახლეში 10-18 საათამდე გასტანს და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას ამ ეტაპზე მხოლოდ დაბა ჩოხატაურში რეგისტრირებული პირები მიიღებენ.
იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლებათ კენჭისყრის შენობაში მოსვლა, უფლება აქვთ მიმართონ საარჩევნო კომისიას 20 სექტემბრის ჩათვლით და გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ ხმის მიცემას.
ცნობისთვის, ხმის მიცემის ეტაპზე 14 იდეა გადავიდა და დაბის მცხოვრებლებმაც არჩევანი სწორედ ამ იდეებს შორის უნდა გააკეთონ.
მიპოვე მარტივად.
დაბა ჩოხატაურში გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედნის 3X3 კალათბურთის სათამაშოდ ადაპტირება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხართმცოდნეობის მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა სახელწოდებით ,,ჩემი ოდა“.
ჩოხატაურის მინიატურული პარკი
საბავშვო გასართობი სივრცე 9 აპრილის პარკში
ღია სივრცე და მოძრავი ინვენტარი ახალგაზრდებისათვის.
მინი გასართობი სკვერი ბავშვებისთვის.
მეტი სათამაშო-მეტი განვითარება
ჩოხატაურის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურებები.
“ავად გახდა ბუნება, გაუფუჭდა გუნება. დავდგით ბევრი ურნა, უცბათ განიკურნა.“
საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში.
იოგა და გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.
მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის.
ხიდის მშენებლობა.
თითოეული იდეის გახორციელებისთვის გათვლილი ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავებულია. არჩეული იდეის ან იდეების დასაფინანსებლად კი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 50 000 ლარია გამოყოფილი.
ავტორი