უკრაინული მედიის strana.news ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძოლები უკვე ხერსონიდან 15 კილომეტრშია.
უკრაინული გამოცემები თავიანთ ტელეგრამის არხებში წერენ, რომ წერტილოვანი დარტყმებია მელიტოპოლში, კალანჩაკსა და ხერსონის რაიონში.
როგორც strana.news წერს, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.
9 სექტემებრს, ვოლოდიმირ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
ავტორი