“ელიტ ელექტრონიქსის” გაქურდვის საქმეზე ზუგდიდში 2004 წელს დაბადებული ს.ღ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს”,_ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.