სენაკის ყოფილ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია ამდრომდე გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუჯის”წარმომადგენელს და სამოქალაქო აქტივისტს, გიგა გარუჩავას გაშლილი აქვთ კარავი და ბანერი “აღვადგინოთ საავადმყოფო”.
ცნობისთვის, წულეისკირმა გუშინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ის საავადმყოფოს შენობის აუქციონზე გადატანას აპროტესტებს.
როგორც წულეისკირი ამბობს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს პასუხებისთვის ვადა დღეს, 16:00 საათამდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ის თავის დაწვას აანონსებს.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, კომენტარი ამდრომდე არ გაუკეთებიათ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ავტორი