უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელებმა ხერსონსა და დონეცკში რუსი ოკუპანტების კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი su-24, su-25 და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
,,13 სექტემბერს, 14.00 საათიდან 16.00 საათამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო–სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე – ოპერატიულ–ტაქტიკური დონის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და დამპყრობლების ორი თვითმფრინავი.
ხერსონის რაიონში ოდესის საჰაერო სარდლობის “სამხრეთის” 160-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული su-24 ბომბდამშენი.
დონეცკის რაიონში კი, დასავლეთის საჰაერო სარდლობის შეპეტოვსკის მე-11 საზენიტო სარაკეტო პოლკის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს დამპყრობლების თავდასხმის თვითმფრინავი Su-25.“ – წერია განცხადებაში.
ავტორი