სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
გრიგორიანმა გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანი შეთანხმებას შეასრულებს.
“იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მან.
ჯერჯერობით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, გრიგორიანმა თქვა: „ბუნებრივია, შეთანხმების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა“.
ავტორი