ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების თვითმობილიზაციის ინიციატივით გამოდის.
კადიროვი, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ლოდინი. ის, რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, “დაამტკიცონ მზადყოფნა, დაეხმარონ სახელმწიფოს“.
კადიროვი ვიდეოში აღნიშნავს, რომ თვითმობილიზაციით, სპეცოპერაციის ამოცანები შესაძლოა უმოკლეს დროში გადაიჭრას
“მიმაჩნია, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია მოამზადოს და დააკომპლექტოს მინიმუმ ათასი მოხალისე. ერთი რეგიონისთვის ეს არც ისე დიდი რიცხვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც უნდა შეასრულონ დასაწყისისთვის, მაგრამ ეროვნული მასშტაბით, ეს არის შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი 85 ათასი ადამიანისგან შემდგარი, თითქმის არმია!
სპეცოპერაციის ამოცანების გადაჭრის საკითხი შესაძლოა უმოკლეს დროში დაიხუროს.” – აცხადებს კადიროვი.
ავტორი