“სკოლა 1998 წელს დავამთავრე. ძაან ცუდი დრო იყო სხვათა შორის… სკოლა ჩემი სახლიდან 12 კმ-ის მოშორებით იყო… არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა”, _ ასე იწყებს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი მიშა შეშელიძე იმ პოსტის წერას, რომელიც ახლახან გარდაცვლილ, ჩოხატაურელ თემურ ჩხიკვაძეს მიუძღვნა…
“ხშირად, ჩაისუბანში, ჩემს მეგობართან, მამუკა ჩხიკვაძესთან ვრჩებოდი ღამის გასათევად …
ერთ დღეს დილით მეღვიძება, რაღაცა პლასმასტის ძირიანი ფეხსაცმელები მქონდა, პირი ვეშაპივით ჰქონდა დაღებული
ავდექი, მაშინაც ადრე ვდგებოდი, სადღაც 7 საათი იქნება , ვხედავ მანანა დეიდა ხაჭაპურის ცომს ზელს, თემური ბიძიას გავარვარებული ,,მაშა” უკავია და ჩემს ფეხსაცმელს დიდი მონდომებით აწეპებს…
-ბიძია, ამ ფეხსაცმელით რაფერ გაგიშვა?!
-აგერ ჩემი ვალინკები ჩაიცვი და ისე წაი სკოლაში!
-მოყინულია, თემური ბიძია, არ დამისველდება!
-ა ბიჯო, მაქ კიდე მე ,,ვალინკა” გეცვას!
…. ვინ ვიყავი მე? მისი შვილის კლასელი, ვინცხაის ბაღანა! რომელიც საცხაიდან მოვიდა !
-ცუდი დრო იყო, ძალიან ცუდი! მარა თემური ბიძიას მაშინაც ახსოვდა ადამიანობა!
-მე არ დამავიწყდება მისი სითბო, სიყვარული , ადამიანობა !
…გუშინ გავიგე, თემური გარდაიცვალა!
ძაან მიყვარხარ თემური ბიძია! დღეს, მე რომ კაი კაცი ვარ, ამ ამბავში შენი დიდი წვლილია!
ახლა ამას ვწერ და აგი 41 წლის კაცი ბაღანასავით ვტირივარ! მიყვარხარ და სულ მემახსოვრები!” _ წერს მიშა შეშელიძე.