რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაგმო დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს რუსი ოფიციალური პირები დედოფლის დაკრძალვაზე. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ ვხედავთ, ბრიტანეთის მცდელობას, რომ ეროვნული ტრაგედია, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული მოიცვა მთელს მსოფლიოში, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენს ქვეყანასთან ანგარიშსწორების მიზნით… ღრმად ამორალურია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ტელეარხი წერს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაინგრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი “არ განიხილავს” დაკრძალვაზე დასწრებას.
ასევე არ არიან მოწვეული წარმომადგენლები სირიიდან, ვენესუელიდან, ავღანეთიდან, ბელორუსიდან და მიანმარიდან.
შეგახსენებთ, რომ დედოფალ ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
ავტორი