ყირგიზეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთთან დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა, 129 ადამიანია დაშავებული, ყირგიზეთში, ხოლო კონფლიქტის ზონიდან კი 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტაჯიკურ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალურად ჯერ არ გაუვრცელებია. არაოფიციალური ცნობებით, ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია 30 ადამიანი.