ირანში საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Instagram და WhatsApp ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ირანში ფუნქციონირებდა.
Reuters ინფორმაციით, კავშირი ირანის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
გამოცემა წერს, რომ ირანულმა მედიამ და ადგილობრივმა პროკურორმა განაცხადეს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოფიციალური წყაროების მიხედვით დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის პოლიციის წევრი და სამთავრობო მილიციის წევრი.
პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი