აშშ–ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, The Washington Post–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვს პირად შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს რუსეთის ხელმძღვანელობას იმ სერიოზულ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვეს.
The Washington Post-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ეს გაფრთხილებები განზრახ ყოფილიყო ბუნდოვანი – „ასე რომ, კრემლი წუხს იმაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ვაშინგტონმა“.
როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, ამას ბირთვული შეკავების ტერმინებით “სტრატეგიული გაურკვევლობა” ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთის უმატებს რიტორიკას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
შეტყობინებები სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით გაიგზავნა, თუმცა შინაარსი და ის, თუ ვინ გადასცა ისინი რუსეთის ხელისუფლებას, არ სახელდება.
The Washington Post-ის ცნობით, რუსეთთან კომუნიკაციაში ჩართული იყო აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თუმცა ოფიციალურ წარმომადგენლებს არ უთქვამთ გამფრთხილებელი პირების ვინაობა, არც გაფრთხილებების შინაარსი. არაა ცნობილი აშშ–მ გაგზავნა თუ არა ახალი გაფრთხილებები, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბოლო, 21 სექტემბრის მუქარის შემდეგ.
შეგახენებთ, რომ 22 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით შეერთებული ტერიტორიების თავდასაცავად შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებაც.
აქამდე, 21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრა.
“ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ერის დაცვისთვის ჩვენ, აუცილებლად, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს ბლეფი არაა… ისინი კი, ვინც ცდილობენ ჩვენს შანტაჟს ბირთვული იარაღით, უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი“, – თქვა პუტინმა.
ავტორი