სუპერმარკეტების ქსელი “სპარი” განცხადებას ავრცელებს:
“ძვირფასო მომხმარებლებო,
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ჩვენი სახელით, სადაც მომხმარებლებს პირდებიან საჩუქრებს და სანაცვლოდ სთხოვენ გარკვეულ მისამართზე დარეგისტრირებას.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენი მხრიდან სიმართლეს, გთხოვთ ისარგებლეთ სანდო წყაროებით და არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე.
დააკვირდით ბმულებს, თაღლითები რეალურთან ძალზედ მიახლოებულ ბმულებს იყენებენ, ნუ დააჭერთ საეჭვო წერილებსა და ფოტოებს. არ გაასაჯაროოთ პირადი ინფორმაცია.
ყველა სახის გათამაშების და აქციის დაანონსება ხდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე და საიტზე : SPAR Georgia და www.spargeorgia.com”.