რუსული რეგულაციები მკაცრად ზღუდავს სიტუაციებს, როდესაც ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა Telegram-ის პოსტში.
მისი თქმით, დასავლეთში „ბოლო დღეების თემაა რუსული ბირთვული საფრთხე“ და პოლიტიკოსები მუდმივად იმუქრებიან საშინელი შედეგებით, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
„რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, – წერს მედვედევი Telegram არხზე.
ცნობისთვის, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში. მისი თქმით, ამას “კატასტროფული” შედეგები მოყვება.
ავტორი