რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში,_ ამის შესახებ წერს ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა twitter – ზე.
,,29 წლის წინ სოხუმი დაეცა, რუსეთის პროვოცირებულ და მხარდაჭერილ ძალებთან, რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ხოცვა–ჟლეტა, იძულებით გადაასახლეს 250 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან.
დღეს უკრაინის გმირულმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის შექმნა რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი.
რუსული აგრესია უკრაინაში არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობების პოლიტიკის შედეგი. რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და მისი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სრული განთავისუფლება მოხდება,“ – წერს ფოტიგა.
ავტორი