ვლადიმერ პუტინ, შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია,_ წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
„ვლადიმერ პუტინ შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს თქვენი მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და დაუღალავად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ იქნება მთლიანი და თავისუფალი.“ – წერს ჯონსონი.
ავტორი