მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციამ ფიდემ (FIDE) საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა 8 წლის ლანჩხუთელ მოჭადრაკეს ნიკოლოზ ჟორდანიას- ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი ავრცელებს.
,,აღსანიშნავია, რომ პირველი ლანჩხუთელი მოჭადრაკეა, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში მოიპოვა საერთაშორისო რეიტინგი. ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს .”-ვკითხულობთ ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში.
წარმატებული ნორჩი მოჭადრაკის მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილია.
ავტორი