აშშ–ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის მიერ ლიმანის გათავისუფლება ბრძოლის ველზე წამახალისებელი წარმატებაა, რაც რუსი სამხედროების წინსვლას გაართულებს.
“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ძალიან გვამხნევებს ის, რასაც ახლა ვხედავთ“, – თქვა ოსტინმა.
რუსეთმა ლიმანი გამოიყენა, როგორც ლოჯისტიკური და სატრანსპორტო კერა დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის. მისი დაკავება უკრაინის ბრძოლის ველზე ყველაზე დიდი მიღწევაა გასულ თვეში ელვისებური კონტრშეტევის შემდეგ ჩრდილო–აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში.
ოსტინის თქმით, ლაიმანი განლაგებული იყო იმ მიწოდების ხაზების გასწვრივ, რომელსაც რუსეთი თავისი ჯარებისა და მასალების სამხრეთსა და დასავლეთში გადასაყვანად იყენებდა. მისი შეფასებით, ტერიტორიის დაბრუნება რუსეთის წინსვლას გაართულებს.
“ამ მარშრუტების გარეშე, რუსეთისთვის რთული იქნება. ასე რომ, ეს, მომავალში, მათვის წარმოადგენს ერთგვარ დილემას“ – აღნიშნა ოსტინმა.
მისი აზრით, უკრაინელებმა დიდი სამუშაო გააკეთეს იქ მისასვლელად და ქალაქის დეოკუპაციის დასაწყებად.
უკრაინამ ქალაქის გათავისუფლება პუტინის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამოცხადებიდან ერთ დღეში შეძლო. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის 15%-ზე მმართველობის გამოცხადებას არ აღიარებს უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება.
პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა აღმართეს. რუსეთმა კი, ლიმანში უკან დახევა აღიარა.
ავტორი