ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსია მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის ,,სპეცოპერაციაში“ უკრაინაში, მაგრამ არ აგზავნის სამხედროებს, ამოცანა ბელორუსზე დარტყმის აღკვეთაა. ინფორმაციას The Rambler ავრცელებს.
,,უკრაინაში სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ არავის არ ვკლავთ. სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბელარუსის ამოცანაა ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტის თავიდან აცილება.
„ბელარუსის ამოცანაა, პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე. როგორც ვთქვი, ბელარუსის ტერიტორიიდან არავინ ესვრიან რუსებს ზურგში. ეს არის ჩვენი მონაწილეობა”, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა.
„უკრაინამ ერთი სიტყვით, არა მხოლოდ ბარიკადები, არამედ კედელიც ააშენა. ის მუდმივად ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის, ჯარების, ობიექტების ოპტიკურ, რადიოელექტრონულ, რადიოტექნიკურ დაზვერვას. ხშირად მათი დრონებით არღვევენ სახელმწიფო საზღვრის ხაზს. და ამავდროულად, ისინი წუხან და წუხან იმის გამო, რომ “ოჰ, როგორც არ უნდა შევიდეს ბელარუსი ომში“, მუდმივი არის პროვოკაციები საზღვარზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვრამდე 15 000-მდე სამხედრო მოაბილიზა.
ავტორი