უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ აგრესორმა ქვეყანამ, რუსეთმა მესამე ქვეყნების გავლით სცადა 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტის და 500 000 ცალი ზამთრის ტანსაცმლის შეკვეთა, მაგრამ თურქეთისგან უარი მიიღო, _ ამის შესახებ Interfax-Ukraine იუწყება .
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თურქეთიდან და ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები ცდილობდნენ, შეეკვეთათ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და 500 000 ზამთრის ტანსაცმელის კომპლექტი მესამე ქვეყნების გავლით. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრობლემა. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა მათ უარი უთხრეს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ომში რუსეთის ფედერაციის დამარცხება რუსეთში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.
„ჩემი გაგება არის რუსეთში არსებული კრემლის რეჟიმის მარცხი. შესაბამისად, ისინი მიიღებენ გარკვეულ საკადრო გადაწყვეტილებებს, დაადანაშაულებენ ვინმეს, სავარაუდოდ, რუს სამხედროებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარუმატებლობაში, მათ სჭირდებათ ვინმეს თავები“, – განაცხადა მან.
თუმცა, რეზნიკოვი თვლის, რომ ეს რეჟიმს ვეღარ გაუძლებს.
„იქნება რეჟიმის შეცვლა, იქნება „იდეალური ქარიშხალი“ რუსეთში. და ამ მომენტში ჩვენ განვაგრძობთ კონტრშეტევითი ოპერაციებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და მოვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის ახალ ხელმძღვანელობასთან, პარტნიორების დახმარებით, განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემა. რაც გამოიწვევს ამ ომის დასრულებას და ჩვენს წვდომას ყველა საზღვრამდე, რომელიც აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ 1991 წელს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
ავტორი