თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს, ჯერჯერობით, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.