რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდის ნგრევა უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ UNIAN სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ყირიმის ხიდის ნგრევა SBU-ს სპეცოპერაციაა“, – თქვა წყარომ.
გამოცემა წერს, რომ SBU-ს პრესსამსახურს ამ ინციდენტზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
UNIAN-ისთვის მიცემულ კომენტარში, SBU-ს პრესმდივანმა არტემ დეხტიარენკომ, საუბრისას დღეს დილით ყირიმის ხიდზე აფეთქებაში SBU-ს სავარაუდო მონაწილეობის შესახებ თქვა:
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდის სარკინიგზო ხაზზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეო, სადაც აფეთქება ჩანს.
ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ სატვირთო მანქანა აფეთქდა. ეგრეთ წოდებულმა „ყირიმის უფროსმა“ სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კრასნოდარიდან ქერჩისკენ მიმავალი გზის ფსკერის ორი ღობე.
პუტინმა უკვე გასცა ბრძანება ქერჩის ხიდის აფეთქების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.
ავტორი