მრავალწლიანი ისტორიის მქონე საქართველოს რკინიგზა უკვე 150 წელს ითვლის. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები, სხვადასხვა სპეციფიური სარკინიგზო პროფესიები – ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. თითოეულ გამარჯვებულს საქართველოს რკინიგზის დირექტორები პირადად დააჯილდოებენ.
(R)