ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მას არაოფიციალური ხაზებიდან შეატყობინეს, რომ უკრაინიდან ბელარუსზე თავდასხმას აპირებდნენ. ლუკაშენკო, ამ დაუდასტურებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ემუქრება.
,,გუშინ, უკვე არაოფიციალური კავშირებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე. როგორც განაცხადეს: ისე მოვიქცევით, ყირიმის ხიდი 2 იქნებაო. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მაცნობეს. ჩემი პასუხი მარტივი იყო: უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა შეშლილებს, თუ კიდევ დარჩნენ, გადაეცით, თუ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ“, – თქვა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამ პირობებში აშშ და ევროკავშირი აცხადებს, რომ მზად არიან ბელარუსიდან გაქცეული პირების, როგორც პოლიტიკური ძალის ლეგალიზებისთვის. ამით, მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს დესტრუქციული ელემენტების მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაზარდონ, დასავლეთ საზღვარზე ვითარება, „მეორე ფრონტის“ გასახსენლად.
“მე უკვე ვთქვი, რომ უკრაინაში დღეს არა მხოლოდ განიხილება, არამედ დაგეგმილია დარტყმა ბელარუსის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, უკრაინელებს ეს აბსოლუტურად არ სჭირდებათ. აბა, სხვაგვარად რატომ გახსნიან მეორე ფრონტს ჩვენს სამხრეთში. საზღვრები აქვთ ჩრდილოეთით? აბა, რატომ? ეს სიგიჟეა სამხედროების თვალსაზრისით, მაგრამ პროცესი დაწყებულია. მათ მფლობელები უბიძგებენ ბელარუსის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
ავტორი