კიევში დილით მომხდარი დაბომბვის დროს ერთ–ერთი რაკეტა გერმანიის საკონსულოს შენობას მოხვდა – ინფორმაციას Reuters გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცნობია თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია.
გერმანიის საკონსულოს შენობის დაზიანების შესახებ კიევში Bell Foundation-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი სუმლენიმაც განაცხადა.
მან გამოაქვეყნა დაზიანებული შენობის რამდენიმე სურათი და საჯაროდ მიმართა კანცლერ ოლაფ შოლცს და საგარეო საქმეთა მინისტრს ანნალენ ბურბოკს.
„იქნებ გინდათ რამდენიმე ლეოპარდის ტანკი გაგზავნოთ და ადგილზე შეამოწმოთ სიტუაცია?“ – ჰკითხა მან.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ კიევში ქვეყნის საელჩოს შენობა დაზიანდა.
„მოხარული ვარ, რომ რუმინეთის საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დარტყმა მისი შენობიდან მხოლოდ 850 მეტრში განხორციელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მან ასევე მკაცრად დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე კიევის ცენტრში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და ადამიანის მსხვერპლი.
ავტორი