ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ზოია ტუღუშის წიგნმა – ,,გურული დიალექტის ლექსიკონმა“ გაიმარჯვა და მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზოია ტუღუში ბევრი წელია ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის ფონდსაცავს ხელმძღვანელობს და პარალელურად სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
,,ჩვენთვის ზოია მასწავლებელი, სიკეთის, სითბოს, სიყვარულის უშურველად და უხვად გამცემი ადამიანის სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლისთვის იგი არაერთხელ გამხდარა დიდი სიხარულისა და გამარჯვების მომტანი. გვიყვარხართ და გვეამაყებით! “-ზოია ტუღუშს მორიგ წარმატებას ულოცავს ნიგვზიანის საჯარო სკოლა.