ჩოხატაურში, 1 კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9229 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9192 პაციენტი, გარდაცვლილია 69.