ზელენსკიმ, G7-ს ლიდერებს შეხვდრაზე მოუწოდა, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს და დამატებითი სანქციები დაუწესდეს.
„ჩვენ უნდა დავბლოკოთ მისი ენერგეტიკული სექტორი სანქციებით, დავარღვიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობისა და გაზის ვაჭრობიდან. საჭიროა მკაცრი ფასის ლიმიტი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის – ნულოვანი მოგება ტერორისტული სახელმწიფოსთვის“, – განუცხადა მან G7-ს ლიდერებს.
ზელენსკიმ მათთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს, დიალოგი არ შეიძლება.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობდა ბელარუსის ჩათრევას კონფლიქტში.
“ბელარუსის ტერიტორია უკვე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ახლა კი ჩვენ ვხედავთ უფრო დიდ საფრთხეს. რუსეთი ცდილობს ბელორუსის პირდაპირ ჩათრევას ამ ომში და პროვოკაციას აწყობს, თითქოს ამ ქვეყანაზე თავდასხმას ვამზადებთ,” – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას არ აქვს მსგავსი გეგმები და შესთავაზა საერთაშორისო დამკვირვებლების მისია განთავსდეს უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგისთვის.
ავტორი