ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, მიუხედავად უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების დარბევისა, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თქმით, სულ მცირე 201 ადამიანი ემსხვერპლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რომ დაღუპულთა შორის 23 ბავშვია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ქურთისტანში რეპრესიებისა და დაღუპულთა შესაძლო რაოდენობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. მათივე თქმით, ქალაქში ინტერნეტი სასტიკად შეფერხებულია.
ცნობისთვის, პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის “მორალის პოლიციამ” დააკავა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. სამართალდამცველების მიერ ნაცემი გოგო კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა.
ირანში მიმდინარე მოვლენებს, რამდენიმე დღის წინათ, ანჯელინა ჯოლიც გამოეხმაურა.