ევროკავშირის ელჩები დღეს შეთანხმდნენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ.
“ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკა ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას ცნობის შესახებ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ 2008 წელს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის”,_ ნათქვამია განცხადებაში.