ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ დევი მეზურნიშვილმა „ქრონიკასთან“ ვაკის პარკში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, თავადაც ეშინოდა, თუმცა მოზარდების ამოყვანა მაინც გაბედა.
„ბევრი ხალხი მოძრაობდა. ბავშვების ხმაური და ჟრიამული ისმოდა. უამრავი ადამიანი მოძრაობს ყოველდღიურად. დაახლოებით შუა ადგილზე ვიდექით, ვმუშაობდით, როდესაც ყვირილი გავიგე და შველას ითხოვდნენ. ბავშვები ვერ გამოდიანო, გამოვიქეცი და რომ მოვედი, დავინახე, რომ იქ იყვნენ ჩაძირულები. მე არც გამიფიქრია, რომ აქ დენი იყო მაგ დროს, ჩავედი, ერთი გამოვიყვანე, მეორე ძლივს გამოვიყვანე, კინაღამ მეც იქ დავრჩი დენის გამო. მესამედ რომ ჩავედი, ბოლომდე ვეღარ მივდიოდი, მესამე ბოლოში იყო ჩაძირული. ამ ყვირილზე შადრევანიც გაითიშა. გამოვიყვანე მესამეც, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. თავიდან რომელიც გამოვიყვანე, ცოტა გონზე იყო, მეორე უგონოდ იყო და საერთოდ არ სუნთქავდა, მაგრამ ნელ-ნელა გამოვიდა. გოგოსაც [მარიტა მეფარიშვილი] ყველაფერი გავუკეთეთ, ხალხიც ცდილობდა მის გადარჩენას, სასწრაფოც მალე მოვიდა, გადაიყვანეს, თითქოს იმედიც იყო, რომ გადარჩებოდა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, თავადაც ეშინოდა, თუმცა მოზარდების ამოყვანა მაინც გაბედა.
„ბევრი ხალხი მოძრაობდა. ბავშვების ხმაური და ჟრიამული ისმოდა. უამრავი ადამიანი მოძრაობს ყოველდღიურად. დაახლოებით შუა ადგილზე ვიდექით, ვმუშაობდით, როდესაც ყვირილი გავიგე და შველას ითხოვდნენ. ბავშვები ვერ გამოდიანო, გამოვიქეცი და რომ მოვედი, დავინახე, რომ იქ იყვნენ ჩაძირულები. მე არც გამიფიქრია, რომ აქ დენი იყო მაგ დროს, ჩავედი, ერთი გამოვიყვანე, მეორე ძლივს გამოვიყვანე, კინაღამ მეც იქ დავრჩი დენის გამო. მესამედ რომ ჩავედი, ბოლომდე ვეღარ მივდიოდი, მესამე ბოლოში იყო ჩაძირული. ამ ყვირილზე შადრევანიც გაითიშა. გამოვიყვანე მესამეც, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. თავიდან რომელიც გამოვიყვანე, ცოტა გონზე იყო, მეორე უგონოდ იყო და საერთოდ არ სუნთქავდა, მაგრამ ნელ-ნელა გამოვიდა. გოგოსაც [მარიტა მეფარიშვილი] ყველაფერი გავუკეთეთ, ხალხიც ცდილობდა მის გადარჩენას, სასწრაფოც მალე მოვიდა, გადაიყვანეს, თითქოს იმედიც იყო, რომ გადარჩებოდა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
წყარო: იმედინიუსი