რიჩარდ ბრენსონი
ბრიტანელ რიჩარდ ბრენსონს ხშირად ყველაზე ექსცენტრიკული მილიარდერის სახელით მოიხსენიებენ. თავისი ბიზნესიმპერიის მშენებლობა ბრენსონმა ფურგონიდან ვინილის ფირფიტების გაყიდვით დაიწყო. შემდგომში მისი ბიზნესი თანდათან გაფართოვდა და ამჟამად ბრენსონი მუსიკალურ აქტივებს, ავიაკომპანიებსა და კოსმოსის ათვისების ბიზნესსტრატეგიებსაც კი აკონტროლებს.
ერიკ ნაკაგავა
ერიკ ნაკაგავას მეტსახელია „ჰავაელი ჩიზბურგერი”. ის გახლავათ კომპიუტერის ჰავაელი გენიოსი, რომელმაც დაიპყრო ინტერნეტი. დიდძალი კაპიტალი ერიკმა ინტერნეტ–მემების, ანუ, მოტივატორების კეთებით მოაგროვა. ერთხელ მას მეგობარმა გოგომ გაუგზავნა სასაცილო ფოტო კატის გამოსახულებით და ამას მოჰყვა სხვადასხვა სახის მოტივატორების შექმნის იდეა. ნაკაგავამ საკუთარი ვებ–გვერდი შექმნა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ 2 მილიონ დოლარად გაყიდა.
კენ აჰრონი
კენ აჰრონმა შექმნა კომპანია, რომელიც ამერიკის 40 შტატში ინდაურის პლასტმასის ძვლებს ჰყიდის. მისი კომპანიის შემოსავალი წელიწადში 2,5 მილიონი დოლარია. ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად, მადლიერების დღეს ინდაურის მკერდის ძვალს შუაზე ტეხენ და სურვილს ჩაუთქვამენ, თუმცა, რადგან ინდაურს მხოლოდ ერთი ასეთი ძვალი აქვს, აჰრონმა ამერიკელებს პლასტმასის ანალოგი შესთავაზა.
გერი დაული
კენ აჰრონისგან განსხვავებით, გამდიდრების უფრო მარტივ გზას დაადგა გერი დაული, რომელმაც ჩვეულებრივი ქვების გაყიდვა დაიწყო – უბრალოდ, ის მათ სხვადასხვა ფიგურებს ახატავდა. 1975 წელს დაწყებული ბიზნესით დაულმა 56-მილიონიანი კაპიტალი გამოიმუშავა.