,,რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა“ , – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე გამოეხმაურა Telegram-ზე, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ გახორციელებულ დარტყმებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად აგებს პასუხს ყველაფრისთვის.
,,უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით – მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. ნიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა, რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე?
ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს“,- თქვა ზელენსკიმ.
დღეს, 18 ოქტომბრის დილიდან მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, დაიბომბა კიევი, ნიკოლაევი, ხარკოვი.
ავტორი