რამდენიმე საათის განმავლობაში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ დღეს სამტრედიაში სტიქიური მოვლენები გამოიწვია.
წყალგამტარი არხები აივსო და ტროტუარი წყლით დაიფარა ქალაქის ცენტრალურ, რესპუბლიკის ქუჩაზე. წყალი შევიდა კერძო ოჯახებში.
ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ეზოებიდან გადმოსვლას პრაქტიკულად ვერ ახერხებს. რესპუბლიკის ქუჩაზე დაიტბორა რამდენიმე ეზო. მოსახლეობა უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ერთი დღის განმავლობაში მოსული წვიმა ასეთ სიტუაციაში რომ ჩააგდებს, ზამთარში რა სიკეთეს უნდა ელოდონ.
,,ასეთ სიტუაციაში ვვარდებით ყველა გაწვიმებისას. ხვალაც გამოცხადებულია უხვი ნალექი. წინასწარ შიშისაგან გული მისკდება. ეზოში უკვე შემოსულია და დგას წყალი, თუ ასე გაგრძელდა, პირველი სართული აუცილებლად დაგვეტბორება”,- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა რესპუბლიკის ქუჩის 17 ნომერში მცხოვრებმა დარეჯან გოგიავამ.
ავტორი